კირ სტარმერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ პოტენციურ შეთანხმებას რუსეთი დაარღვევს

00:45, 21.03.2025

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ პოტენციურ შეთანხმებას რუსეთი დაარღვევს.

„ჩვენ ერთი რამ ნამდვილად ვიცით: შეთანხმება, რომლის უკანაც არაფერი დგას, არის ის, რასაც პუტინი დაარღვევს. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს ადრეც მოხდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლავ განმეორდება“, – აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერის თქმით, დასავლეთის სამხედრო მოლაპარაკებები უკრაინის მხარდაჭერის გეგმის დეტალებზე იქნება ფოკუსირებული.

მსგავსი