„კიოლნი“ გერმანიის თასის 1/16-ფინალში გავიდა – ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT

22:25, 24.08.2026

ლუკა ლოჩოშვილისკიოლნმა“ გერმანიის თასის 1/32-ფინალში „ვურცბურგერ კიკერსი“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების მცველი „კიოლნის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ამჯერადაც სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო, მაგრამ 82-ე წუთზე შეცვალეს. სამწუხაროდ, მიზეზი ტრავმაა. რამდენად სერიოზულია „ჯვაროსნების“ მცველის დაზიანება, ჯერ უცნობია.

ვურცბურგერ კიკერსი“ მე-18 წუთზე აბრანგაოს გოლით დაწინაურდა, მაგრამ იოჰანესონმა (62) ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი დუბლი შეასრულა (77) და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა.

მსგავსი