კინი – რონალდოსთან ერთ გუნდში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია
MILAN, ITALY - NOVEMBER 11: Moise Kean of Juventus during the Italian Serie A match between AC Milan v Juventus at the San Siro on November 11, 2018 in Milan Italy (Photo by Jeroen Meuwsen/Soccrates/Getty Images)
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოისე კინმა იტალიელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა,სადაც განაცხადა, რომ იანვარში შესაძლოა გუნდი დატოვოს.ახალგაზრდა ფორვარდის განცხადებით,გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„კრისტიანო რონალდოსთან ერთ გუნდში ყოფნა შესანიშნავია ასეთ ჩემპიონისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.ადრე ის მხოლოდ ფლეისთეიშენში მყავდა ნანახი. იანვარში გადაწყდება ჩემი ამბავი, ხელმძღვანელობა ფიქრობს ამის შესახებ და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. „იუვენტუსის“ ოჯახში ბევრი რამე ვისწავლე .აქ საოცრად სერიოზული გარემოა. მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან იუვენტუსი დიდი გამოცდილების მქონე გუნდია. ალეგრიმ დიდი ნდობა გამომიცხადა და მეც ვცდილობ, რომ ეს ნდობა გავამართლო,“ – განაცხადა კინმა.
იტალიური მედიის ცნობით, კინი სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სხვა გუნდში გადავა, რომ მეტი სათამაშო დრო ქონდეს. იტალიელს „იუვენტუსში“ კონკურენციის გამო თამაში თითქმის არ უწევს.