კინი – რონალდოსგან ბევრს ვსწავლობ
UDINE, ITALY - MARCH 23: Moise Kean of Italy looks on prior to the 2020 UEFA European Championships group J qualifying match between Italy and Finland at Stadio Friuli on March 23, 2019 in Udine, Italy. (Photo by TF-Images/Getty Images)
ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელმა მოისე კინმა ფინეთთან დაპირისპირების შემდეგ რაი სპორტთან (Rai Sport) ისაუბრა.
„ჩემთვის პრიორიტეტი საკუთარი თავის განვითარებაა. ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და ნებისმიერი მომენტისთვის მზად ვიყო. რონალდო საოცარი პიროვნებაა. შეუძლებელია, მასთან ერთად ივარჯიშო და უამრავი რამ არ ისწავლო. ის ჩემთვის მისაბაძი მოთამაშეა“, – განაცხადა კინმა.
შეგახსენებთ, რომ კინმა იტალიისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებეს შორის დაპირისპირებაში გოლის გატანა მოახერხა. მატჩი სკუადრა აძურას გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.