კიმიხმა, შეიძლება, „ბარსელონას“ „რეალი“ ამჯობინოს #1TVSPORT
კიმიხმა, შეიძლება, „ბარსელონას“ „რეალი“ ამჯობინოს #1TVSPORT

„ბაიერნის“ ნახევარმცველის იოზუა კიმიხის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება და მან, შეიძლება, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს მიუნხენური კლუბი.

როგორც გაზეთი BILD-ი წერს, „რეკორდმაისტერი“ დაიღალა ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების მცდელობებით და კიმიხმა, შეიძლება, გუნდი ზაფხულში დატოვოს.

ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა „ბარსელონას“ მხრიდან ინტერესის შესახებ, მაგრამ თავად კიმიხმა, შეიძლება, „რეალი“ აირჩიოს. გერმანელმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, ტონი კროოსი შეცვალოს. გარდა ამისა, მადრიდული კლუბი ერთ-ერთია, რომელმაც შეიძლება, დააკმაყოფილოს კიმიხის ფინანსური მოთხოვნები.

ასევე კიმიხი, შეიძლებ,ა კარგად მოერგოს „რეალის“ სატრანსფერო კამპანიას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ კლუბი ხშირად სხვა გუნდებს ართმევს გამოცდილ თავისუფალ აგენტებს.