კიმიხმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
კიმიხმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ფეხბურთელი ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „დარმშტადტის“ წინააღმდეგ მატჩის მეოთხე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს მინდვრიდან.

ასე რომ, კიმიხი გამოტოვებს მატჩებს „დორტმუნდთან“ (4 ნოემბერი) და „ჰაიდენჰაიმთან“ (11 ნოემბერი).