„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა და გარემარბმა ლეროი სანემ განაცხადეს თანხმობა, შეუერთდნენ „ბარსელონას“ 2025 წლის ზაფხულში, როცა მათი კონტრაქტები ამოიწურება გერმანულ გრანდთან. ამის შესახებ წერს გამოცემა El Nacional-ი.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელები ოპტიმიზმით უყურებენ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელთან, ჰანს-დიტერ ფლიკთან მუშაობის შესაძლებლობას, რომლის ხელმძღვანელობითაც ისინი „ბაიერნსა“ და გერმანიის ნაკრებში გამოდიოდნენ.
მიმდინარე სეზონში სანემ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კიმიხის სტატისტიკა კი 25 მატჩში ერთი გოლი და ექვსი შედეგიანი პასია.