კიმ კლაისტერსი დუბაის ტურნირზე ითამაშებს
კიმ კლაისტერსი დუბაის ტურნირზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრი კიმ კლაისტერსი დაბრუნების შემდეგ თავის პირველ ტურნირს დუბაიში ჩაატარებს. ამის შესახებ WTA-ის პრესსამსახური წერს. ბელგიელმა 2012 წელს დაასრულა კარიერა და მას შემდეგ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ასევე გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი ტურნირიდან ტერფის ტრავმის გამო მოიხსნა.

დუბაის გარდა, 36 წლის კლაისტერსი აპირებს ჩარლსტონის, ინდიან უელსისა და მონტერეის ტურნირებში თამაშს.

ბელგიელს კარიერაში სამ-სამჯერ აქვს მოგებული აშშ-ის ღია პირველობა და წლის შემაჯამებელი ტურნირი, ერთხელ ავსტრალიის ღია პირველობა.

დუბაის ტურნირი 17-22 თებერვალს გაიმართება.

დატოვე კომენტარი