კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი წყალქვეშა ნავი მოინახულა
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი წყალქვეშა ნავი მოინახულა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი წყალქვეშა ნავი მოინახულა. ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა წყალქვეშა ნავის ოპერაციულ-ტაქტიკური მონაცემები და საბრძოლო იარაღის სისტემები შეამოწმა, რომელიც მისი „განსაკუთრებული ყურადღების“ ქვეშ შეიქმნა.

წყალქვეშა ნავს ზღვაში უახლოეს მომავალში ჩაუშვებენ და მისიას ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ წყლებში განახორციელებს.

„წყალქვეშა ნავის ოპერაციული შესაძლებლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, რომელიც აღმოსავლეთით და დასავლეთით ზღვითაა შემოსაზღვრული“, – განაცხდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, ახალი წყალქვეშა ნავის ზომების გათვალისწინებით, სავარაუდოდ ხომალდს რაკეტების გადატანა შეუძლია.