კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას მოუწოდა, 90-იანი წლების შიმშილის მსგავსი რთული პერიოდისთვის მოემზადონ
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას მოუწოდა, 90-იანი წლების შიმშილის მსგავსი რთული პერიოდისთვის მოემზადონ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, 90-იანი წლების შიმშილის მსგავსი რთული პერიოდისთვის მოემზადონ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს, ერთპარტიული ქვეყნის ავტორიტარმა ლიდერმა ოფიციალურ პირებს მიმართა, ჩაატარონ უფრო რთული „დამქანცველი მარში“ მოსახლეობისთვის სირთულეების შესამსუბუქებლად.

ტერმინ „დამქანცველ მარშს“ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები 1990-იანი წლების შიმშილთან ბრძოლის შედარებისას ახსენებენ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა დახმარებების გარეშე დარჩა.

ზოგადი გამოთვლით, 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეაში შიმშილს სამ მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩრდილოეთ კორეას საზღვრები თითქმის სრულად აქვს ჩაკეტილი. პარალელურად, ბირთვული პროგრამის გამო, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები მოქმედებს.