კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რუსეთთან, რათა მიაღწიონ ორივე ქვეყნისთვის სასურველ მიზანს, ძლიერი ქვეყნის აშენებას. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ აღნიშნულია კიმ ჩენ ინის წერილში, რომელიც რუსეთის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.

„მჭიდროდ ჩაჭიდებული ხელი რუსეთის პრეზიდენტთან არის ორივე ქვეყნის, ხალხის საერთო სურვილი და მიზანი, რაც ძლიერი ქვეყნის აშენებას გულისხმობს“, – აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.

მისი თქმით, მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსეთს.

„სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას შესძენს ისტორიას“, – აღნიშნულია წერილში.