ათ კილომეტრიანი სპრინტი კაცებში ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო | ბიატლონი
ათ კილომეტრიანი სპრინტი კაცებში ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო | ბიატლონი

დღეს, ჩეხურ ქალაქ ნოვო-მესტოში ბიატლონში მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დაიწყო.

პირველი რბოლა სპრინტი კაცები 10 კმ.-ზე გაიმართა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო. იგი მსოფლიო თასზე საერთო ჩათვლაშიც პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილზე რუსი ბიატლონისტი ალექსანდრ ლოგინოვი გავიდა. მესამე ადგილი კი შვედმა სპორტსმენმა დაიკავა.

მსოფლიოს საუკეთესო ბიატლონისტი მარტენ ფურკადი წლევანდელ სეზონს აშკარად კარგად მომზადებული ვერ შეხვდა. მან დღევანდელ რბოლაში ოთხჯერ ააცილა მიზანს და მისთვის მიუღებელი, 45-ე ადგილი დაიკავა. ხვალ, ნოვო-მესტოში სპრინტი ქალები 7.5 კმ. გაიმართება.