კილიან მბაპეს წელიწადში 50 მილიონ ევროს გადაუხდიან

16:22, 13.02.2020

„პარი სენ ჟერმენი“ გუნდის ლიდერს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, რომლის თანახმად კილიან მბაპე წელიწადში 50 მილიონ ევროს მიიღებს, – იუწყება AS.

წყაროს ინფორმაციით, პარიზელების ასეთი გულუხვობა იმით არის განპირობებული, რომ თავდამსხმელი გუნდში შეინარჩუნონ და „რეალში“ გადასვლა გადააფიქრებინონ.

ახალი კონტრაქტი ძალაში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევა.

„პარი სენ-ჟერმენთან“ 21 წლის მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და ამჟამად ფეხბურთელი წელიწადში 15 მილიონ ევროს იღებს.

კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მან 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 ბურთი და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt.com კილიან მბაპეს 200 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი