კილიან მბაპეს თამაში ესპანეთის თასის ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ არის #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ ტრავმის გამო ვერ დაასრულა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალი „არსენალის“ წინააღმდეგ. ცნობილი ხდება, რომ ამ დაზიანებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ფრანგი ფეხბურთელის გამოსვლაზე სეზონის დარჩენილ ნაწილზე.
მბაპეს ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მაინც არსებობს ორი კვირის გამოტოვების რისკი. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მონაწილეობა ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნებს იწვევს. შეხვედრა სევილიაში 26 აპრილს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 49 მატჩში 32 გოლი გაიტანა.