კილიან მბაპეს ძმა „რეალში“ არ გადავა #1TVSPORT
კილიან მბაპეს ძმა „რეალში“ არ გადავა #1TVSPORT

კილიან მბაპეს ძმა და „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ეტან მბაპე მადრიდის „რეალში“ არ გადავა. ამის შესახებ დაწერა RMC Sport-ის ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოვკინსმა.

ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით დაიწერა იმის შესახებ, რომ პსჟ-მა შეწყვიტა მოლაპარაკებები 17 წლის ეტანთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოცხადდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კილიან მბაპე პარიზულ კლუბს დატოვებს.

ეტან მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება.

ამ სეზონში უმცროსმა მბაპემ ყველა ტურნირზე 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო ღირებულება 500 ათას ევროს შეადგენს.