კილიან მბაპემ „ოქროს ბურთის“ ფავორიტებში საკუთარი თავი შეიყვანა
კილიან მბაპემ „ოქროს ბურთის“ ფავორიტებში საკუთარი თავი შეიყვანა

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კილიან მბაპემ ​„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები დაასახელა.

„აუცილებლად დავასახელებ კრიშტიანუ რონალდუს. გარდა ამისა, ფავორიტებს შორის შედიან მოდრიჩი, ვარანი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და ნეიმარი. ბრაზილიელმა კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა და ხალხი ყურადღებას არ უნდა ამახვილებდეს მის სიმულაციებზე. მეხუთე კანდიდატად საკუთარ თავს დავასახელებ. წელს, გამარჯვებულის გამოვლენაში მთავარ როლს მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშებს, რადგან ეს არის მთავარი ტურნირი ფეხბურთში“, – მოჰყავს მბაპეს სიტყვები ჟურნალ France Football-ს.

19 წლის კილიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი გოლი გაიტანა. ის ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

დატოვე კომენტარი