კილიან მბაპემ მოურინიოს საუკეთესო თვისებები დაასახელა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ ჟურნალისტს გაუზიარა შთაბეჭდილებები თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე.
„იგი ძალზე ჭკვიანია! მისმა ინტელექტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არ გამკვირვებია. თუ ასეთი არ ხარ, ჟოზე მოურინიო ვერ გახდები. ეტყობა, რომ იცის, რას აკეთებს და საით მიდის. ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია ხედავდნენ იმ მიმართულებას, რომელსაც უნდა გაჰყვნენ. მასთან ერთად ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ საქმე სწორად ვაკეთოთ. მან მითხრა: „გოლები გაიტანე“ (იცინის).
რას ველოდები მოურინიოსგან? უბრალოდ იმას, რომ მოედანზე შემიშვას (იცინის). ვფიქრობ, სხვა დანარჩენთან ადაპტირებას მოვახერხებ. არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. საკმარისია ისიც, რომ უბრალოდ იყოს ის, ვინც არის“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.