კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ რიგებში კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ რიგებში კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

კილიან მბაპემ მადრიდის „რეალში“ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა – 2025 წელს ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანური გრანდის მაისურით 59 გოლი გაიტანა, ხოლო რონალდომ იგივე 2013 წელს შეძლო.

კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ წევრი 2024 წლის ზაფხულში გახდა, ის 2024/2025 წლის სეზონის ევროპის „ოქროს ბუცის“ მფლობელიც გახდა.

„აღნიშნული რეკორდის გამეორება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რონალდო ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. ის მადრიდის „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია“, – აღნიშნა მბაპემ რეკორდის გამეორების შემდეგ.

უშუალოდ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ესპანეთის ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა ცხრაჯერ შეძლო.