კილიან მბაპემ ილაპარაკა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ზედიზედ ორ ტრიუმზე #1TVSPORT

20:43, 18.09.2026

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პსჟ-დან წასვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„აღვიქვამ ისე, როგორც ორჯერ ორი არის ოთხი. მათ გაიმარჯვეს, ამას ვერ წავართმევთ, ვულოცავ. პარიზელებმა საკუთარი გამარჯვებები თავადვე შექმნეს.

მათ ზედიზედ მეორედ შეძლეს მოგება და ეს წარმოუდგენელია. „პარი სენ-ჟერმენი“ ის გუნდია, რომელიც უნდა დაამარცხო. „რეალი“ და ყველა დანარჩენი იმ ფიქრით ვთამაშობთ, რომ დავამხოთ ის, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ეს უბრალოდ ციკლებია – მე დავასრულე ჩემი ციკლი პსჟ-ში, რომელმაც ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშის ყიდვით ახალი ეტაპი დაიწყო. ეს ციკლი ჩემი ბოლო სეზონით დაიწყო. ლუის ენრიკესთან ერთად ნახევარფინალამდე მივედით, ნაბიჯიღა გვაკლდა ფინალამდე, ანუ „პარი სენ-ჟერმენს“ ჰქონდა შესაძლებლობა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამი ფინალი ეთამაშა. უბრალოდ დაიწყო ახალი ციკლი, რომელიც ორ წელზე გაიჭიმა“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი