კილიან მბაპე – წელს ვერ მოვიგებ „ოქროს ბურთს“ #1TVSPORT
Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between Atalanta BC and Real Madrid C.F. at Stadio di Bergamo on December 10, 2024 in Bergamo, Italy. (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)
მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ წელს ის ვერ შეძლებს „ოქროს ბურთის“ მოგებას. ფეხბურთელმა აღიარა, რომ გასულ სეზონში მას არ დაუმსახურებია ჯილდო, მაგრამ მოხარული იქნება, თუ უსმან დემბელე ან აშრაფ ჰაკიმი მოიგებენ „ოქროს ბურთს“.
„არა, წელს მე ვერ მოვიგებ. არ შემიძლია, ავირჩიო ჩემს ორ მეგობარს შორის. მთავარია, რომ მათი გამოსვლა სათანადოდ იყოს დაფასებული. ნებისმიერ ვარიანტში მათ გამო ძალიან გახარებული ვიქნები“, – განაცხადა მბაპემ.
გასულ სეზონში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 59 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 44 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.