კილიან მბაპე ტრავმის გამო, სავარაუდოდ, მიმდინარე საკლუბო სეზონში ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT

17:03, 27.04.2026

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ვეღარ ითამაშებს.

გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. მისი დაბრუნების კონკრეტული ვადა ამ ეტაპზე უცნობია. მისი გამოსვლა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზეც რეაბილიტაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული.

მბაპემ მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი