კილიან მბაპე ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

12:11, 27.09.2026

მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი დაზიანება მძიმე არ არის.

ფეხბურთელს მარცხენა მუხლის კუნთი აქვს დაჭიმული, რის გამოც მოედანზე გასვლას სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს და გუნდს სანაკრებო მატჩებისთვის გამოყოფილი შესვენების დასრულებისთანავე შეუერთდება.

მბაპემ ეს ტრავმა თურქეთისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებისას მიიღო. ამავე შეხვედრაში, დაშავებამდე, მან გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი