საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გამოაცხადა შემადგენლობა ერთა ლიგის მეოთხედფინალისთვის. მთავარი სიახლე ის არის, რომ სექტემბრის შემდეგ პირველად გამოძახეს ნაკრებში კილიან მბაპე. შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ფორვარდმა შემოდგომაზე ორი სანაკრებო ფანჯარა გამოტოვა.
მეკარეები – ლუკა შევალიე (ლილი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (ლანსი);
მცველები – ჟონათან კლოსი (ნიცა), ლუკა დინი (ასტონ ვილა, ინგლისი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი (ინტერი, იტალია), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიოტ უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);
ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა (რეალი, ესპანეთი), მატეო გენდუზი (ლაციო, იტალია), კუადიო კონე (რომა, იტალია), ადრიენ რაბიო (მარსელი), ორელიენ ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი);
თავდამსხმელები – ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), რანდალ კოლო მუანი (იუვენტუსი, იტალია), კილიან მბაპე (რეალი, ესპანეთი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია).
საფრანგეთის ნაკრებს 20 და 23 მარტს ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები ელოდება ხორვატიის წინააღმდეგ.