კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩება, თუ კლუბი მის სამ პირობას შეასრულებს - ერთ-ერთი ნეიმარის გაყიდვაა #1TVSPORT
კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩება, თუ კლუბი მის სამ პირობას შეასრულებს - ერთ-ერთი ნეიმარის გაყიდვაა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კილიან მბაპემ სამი პირობა წაუყენა „პარი სენ-ჟერმენს“, რომელთა შესრულების შემთხვევაში ის დარჩება პარიზულ კლუბში, – იტყობინება გამოცემა Ok Diario.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, მბაპე პსჟ-სთან დაკავშირებულია 2025 წლის ზაფხულამდე, მაგრამ გავრცელდა ჭორი, რომ ფორვარდი უკმაყოფილოა კლუბში თავისი მდგომარეობით. ის გრძნობს, რომ კლუბმა მას უღალატა, როცა „პარი სენ-ჟერმენმა“ არ შეასრულა პირობები, რომლებიც კონტრაქტის გაფორმებამდე მისცა ფეხბურთელს. კილიანი მომავალი წლის იანვარში გუნდიდან წასვლით იმუქრება.

ფრანგის მთავარი მოთხოვნაა ნეიმარის გაყიდვა. სეზონის სტარტიდანვე აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს ვერ ეწყობიან. „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მბაპე კლუბისგან ბრაზილიელის გაშვებას ჯერ კიდევ ზაფხულში ითხოვდა.

გარდა ამისა, ასევე არ ვერ ეწყობა მბაპე პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს და მისი მეორე მოთხოვნაა კლუბის დამრიგებლის შეცვლა ზინედინ ზიდანით.

მბაპეს მესამე და ბოლო პირობაა „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის შეძენა.