კილიან მბაპე პსჟ-დან ნეიმარის გაშვებას ემხრობა #1TVSPORT
კილიან მბაპე პსჟ-დან ნეიმარის გაშვებას ემხრობა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა აღარ მიიჩნევს ნეიმარს ხელშეუხებელ მოთამაშედ და მზად არის ის ზაფხულში გაყიდოს, – ამის შესახებ იტყობინება გაზეთი L’Équipe.

კერძოდ, პრესაში იწერება ნეიმარსა და კილიან მბაპეს შორის ურთიერთობის გაფუჭების შესახებ. როგორც ირკვევა, კილიანი არ ერიდება ნეიმარის დაცინვას კერძო გარემოში.

ამასთან დაკავშირებით, პარიზული კლუბი აღარ შეეწინააღმდეგება 30 წლის ფებურთელის გაშვებას და მზად არის განიხილოს ბრაზილიელთან დაკავშირებით შეთავაზებები.

ნეიმარის გაყიდვისას მთავარი პრობლემა შეიძლება გახდეს მისი დიდი ხელფასი – ოთხი მილიონი ევრო თვეში.