კილიან მბაპე – „ოქროს ბურთს“ განსაკუთრებული ფეხბურთელები უნდა იღებდნენ #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ „ოქროს ბურთს“ მხოლოდ განსაკუთრებული ფეხბურთელები უნდა იგებდნენ.
„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ „ოქროს ბურთი“ უნდა ენიჭებოდეს ჭეშმარიტად გამორჩეულ ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, გუნდური ფაქტორიც არსებობს და ის მნიშვნელოვანია. ფეხბურთი ხომ გუნდური სახეობაა. თუმცა ეს ინდივიდუალური ჯილდოა. „ოქროს ბურთის“ ჩემეული ხედვა – ეს არის მესისა და რონალდოს ეპოქა. პრიზს არასოდეს გადასცემენ ჩვეულებრივ მოთამაშეებს, მხოლოდ გამორჩეულებს. ვფიქრობ, წელს რაღაც მსგავსი ვაჩვენე. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ შემიძლია მისი მოგება“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.