კილიან მბაპე – „ოქროს ბურთის“ მოგება ნამდვილად მინდა #1TVSPORT

16:01, 23.09.2026

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ გამოცემა The Athletic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი „ოქროს ბურთის“ მოგებაა.

„ამ ჯილდოს მიღება ნამდვილად მინდა და ამის აღიარების სულაც არ მერიდება. არ მიჭირს საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ეს შეიძლება უკვირდეს კიდეც. გულწრფელობაში ცუდი არაფერია. არ ვამბობ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ, მაგრამ ვთვლი, რომ შესანიშნავი წელი მქონდა. ბევრის აზრით, სეზონი წარმატებით ჩავატარე და ჩემს კანდიდატურას ამ პრიზთან აიგივებენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“ – აღნიშნა ფეხბურთელმა.

France Football-ის რჩეული 26 ოქტომბერს გამოვლინდება. 30 კანდიდატი ფრანგულმა გამოცემამ 8 სექტემბერს დაასახელა. ნომინანტთა შორის არის „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც.

მსგავსი