კილიან მბაპე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ოცნებობს #1TVSPORT
კილიან მბაპე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ოცნებობს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ Tout le Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყოველთვის სურდა, რაც მის გარშემო ყველამ იცის.

„ძნელი სათქმელია, ვიქნები თუ არა ოლიმპიადზე, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ყველამ იცის, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. თუმცა, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ოლიმპიური თამაშები ფიფა-ს კალანედარში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ თუ შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“.

ოლიმპიადაზე მხოლოდ 23-წლამდე ფეხბურთელები დაიშვებიან, მაგრამ თითოეულ ნაკრებს შეუძლია, გუნდში სამი უფრო ასაკოვანი მოთამაშე გამოიძახოს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს პარიზი უმასპინძლებს.