კილიან მბაპე – მზად ვარ 100 წლამდე ვითამაშო #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს მოქმედ ფეხბურთელად 39 წლის ასაკში.
„თუკი ეს საჭირო გახდება, საკუთარ თავს 100 წლის ასაკშიც ვხედავ საფეხბურთო მოედანზე, (იცინის)! ვიქნები თუ არა ისევ ისეთი კარგი? ეს ინტელექტის საკითხია: უნარი დროულად მიხვდე, როდის აღარ შეგიძლია გაგრძელება. მესის ამაზე ფიქრი არ დასჭირვებია, რადგან მას ჯერ კიდევ შეუძლია კარგად თამაში. გარდა ამისა, მესი – მესია. საკუთარ თავს სხვა ტიპის მოთამაშედ მივიჩნევ“, – განაცხადა მბაპემ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.