კილიან მბაპე - მინდა, „რეალის“ ყველა მატჩში ვითამაშო, არ ვაპირებ, რაიმე შევცვალო მსოფლიო ჩემპიონატის გამო #1TVSPORT
მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კილიან მბაპემ ილაპარაკა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინ გადატვირთულ გრაფიკზე.
„არანაირი პრობლემა არ არსებობს. მოვისმინე, რასაც ხალხი ლაპარაკობს მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ორ ჩემპიონატზე ვითამაშე. ერთი მოვიგე, მეორეში ფინალამდე მივაღწიე. როგორ ვემზადებოდი ამ ტურნირებისთვის? ყველა მატჩს ვთამაშობდი ჩემს კლუბში.
მკაფიოდ ვარ ჩამოყალიბებული იმაზე, რომ მინდა, ყველა მატჩში ვითამაშო „რეალის“ შემადგენლობაში. არ ვაპირებ მზადების მხრივ რაიმეს შეცვლას. მე შემეძლო მეთქვა: „უმჯობესია, სახლში წავიდე და დავისვენო“, მაგრამ ეს სისულელეა. მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატისთვის იდეალურად ვემზადებოდი: ვთამაშობდი, გოლებს ვიტანდი, ტიტულებს ვიგებდი და ბოლო წუთამდე ვთამაშობდი ჩემს კლუბში. წელსაც იმავეს გაკეთებას ვაპირებ, რათა მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდე. მინდა, ისევ მოვიგო“, – მოჰყავს მბაპეს სიტყვები გაზეთ AS-ს.