კილიან მბაპე – მაროკოსთან შეხვედრაში კოჭი დავიზიანე, თუმცა ყველაფერი რიგზეა #1TVSPORT

21:04, 10.07.2026

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ მაროკოსთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის შესახებ ისაუბრა.

როგორც მბაპემ აღნიშნა, კოჭი დაიზიანა, თუმცა სერიოზული არაფერია და მომდევნო მატჩში გუნდს დაეხმარება.

„თავს ნორმალურად ვგრძნობ. მართალია, კოჭი ვიტკინე, თუმცა ყველაფერი რიგზეა. იმ მომენტში დარჩენილი 15 წუთის სათამაშოდ ჟან-ფილიპ მატეტა ჩემზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდა, ამიტომაც მოედანი დავტოვე და თამაშში ის ჩაერთო. მან მართლაც შესანიშნავად იასპარეზა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

ახლა მოდუნების და თვითკმაყოფილების დრო ნამდვილად არ არის. წინ კიდევ დიდი გზა და გაცილებით რთული ბარიერები გველოდება, თუმცა ენერგიის დროულად აღდგენას აუცილებლად შევძლებთ“, – აღნიშნა მბაპემ.

კილიან მბაპემ მაროკოსთან მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგი ვარსკვლავის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი