კილიან მბაპე გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT
Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between Atalanta BC and Real Madrid C.F. at Stadio di Bergamo on December 10, 2024 in Bergamo, Italy. (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ტრავმა სრულად მოიშუშა და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
ფრანგმა ვარსკვლავმა იძულებითი პაუზის გამო ხუთი მატჩი გამოტოვა, ხოლო ბოლო ორ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ მას ლიმიტირებული დრო მისცა.
„ყველაფერი კარგად მიდის. გამოვჯანმრთელდი და სრული დატვირთვით სათამაშოდ მზად ვარ. გამიმართლა, რომ პარიზში სწორი დიაგნოზი დამისვეს. საუკეთესო გამოსავალი ვიპოვეთ.
მსურს, სეზონის ბოლოს საუკეთესო ფორმაში ვიყო და მსოფლიო ჩემპიონატზეც მაღალ დონეზე ვითამაშო“, – ამბობს მბაპე.