კილიან მბაპე - ფინალში მოწინააღმდეგედ „ლიონს“ ვისურვებდი
კილიან მბაპე - ფინალში მოწინააღმდეგედ „ლიონს“ ვისურვებდი

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაიფორმა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პარიზელთა მეტოქე ბაიერნი-ლიონის ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებული იქნება.

პსჟ-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებასა და მომავალ სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ფინალში მოწინააღმდეგედ ფრანგულ კლუბს ვისურვებდი. თუ ჩევნ თვითონ არ ვუგულშემატკივრებთ საფრანგეთის ჩემპიონატის გუნდებს, ამას ვინ გააკეთებს? – მოჰყავს მბაპეს სიტყვები GFFN -ს. – თუ „ბაიერნის“ წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, ვითამაშებთ, მაგრამ ორი ფრანგული გუნდის შეხვედრა ფინალს სხვა შარმს მისცემდა“, – მიაჩნია კილიან მბაპეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „ბაიერნსა“ და „ლიონს“ შორის დღეს, 19 აგვისტოს გაიმართება.