კილიან მბაპე – ჩემთვის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა #1TVSPORT

19:10, 09.09.2026

კილიან მბაპეს განცხადებით, მისთვის ჩემპიონთა ლიგის ტიტული უმთავრესია და ამ ჯილდოს„ოქროს ბურთზე“ წინ აყენებს, – ფრანგმა ვარსკვლავმა ამის შესახებ „ინტერთან“ მატჩის დასრულების შემდეგ ისაუბრა. აღნიშნული შეხვედრა „რეალმა“ 2:1 მოიგო, ხოლო ერთი გოლი მბაპემ გაიტანა.

„ჩემთვის მთავარი მიზანი და ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით მე უკვე ვისაუბრე. მაგრამ ამასთან შედარებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მე ჩემი ოცნების კლუბისთვის ვთამაშობ“, – ამბობს მბაპე.

მბაპე „სამეფო კლუბს“ 2024 წელს შეუერთდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 1/4-ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. გასულ სეზონში ფრანგი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი