კილასონიამ მოგებით დაიწყო - „გაგრამ“ კონკურენტი დაამარცხა
კილასონიამ მოგებით დაიწყო - „გაგრამ“ კონკურენტი დაამარცხა

ეროვნულ ლიგა2-ში მეექვსე ტურის მატჩები დაიწყო – პირველ სათამაშო დღეს ორი შედეგი გაიმართა.

ერთ-ერთმა ლიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ კონკურენტ „გაგრას“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა. „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ივანიაძემ 32-ე წუთზე გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ვასილ ქისიევის ავტოგოლით სტუმრების უპირატესობა გაიზარდა. 64-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი ვეკუამ დააფიქსირა – 0:4 „გაგრას” სასარგებლოდ.

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „სიონმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ითამაშა და მარტვილის „მერანი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჯაბა უგულავამ პენალტით გაიტანა. 90+3-ე წუთზე მარტვილელთა მცველი გიორგი კალანდაძე გააძევეს.

მეექვსე ტურის დანარჩენი სამი მატჩი ოთხი და ხუთი აგვისტოს გაიმართება:

სამშაბათი, 4 აგვისტო

შევარდენი 1906 – დინამო ზგ

17:30 მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი

რუსთავი – შუქურა

20:00 ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

ოთხშაბათი, 5 აგვისტო

სამგურალი – არაგვი

17:30. 26 მაისი – წყალტუბო