კიკე სეტიენმა ლიონელ მესი მაიკლ ჯორდანს შეადარა
კიკე სეტიენმა ლიონელ მესი მაიკლ ჯორდანს შეადარა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა თავისი გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი ლეგენდარულ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს შეადარა.

„ძალიან საინტერესო იყო დოკუმენტური ფილმი ჯორდანის შესახებ. ამ ყველაფრის საქმეში გამოყენება შეიძლება. მე, მაგალითად, შემიძლია გავუგო „ჩიკაგოს” მთავარ მწვრთნელს ფილ ჯექსონს, რომელიც ერთხელ მწვრთნელის რანგში შევიდა გასახდელში უნიჭიერეს ფეხბურთელებთან. მე ასეთ მდგომარეობაში ორი თვე გავატარე.

მესი ჰგავს ჯორდანს გამარჯვებისკენ სწრაფვით. უმაღლესი დონის მოთამაშეებმა იციან, რომ შეუძლიათ გუნდი მიიყვანონ გამარჯვებასთან. ამიტომაც ისინი ეძებენ საწვავს, რომლის გარჯზეც შეძლებენ კარგად გამოსვლას“, – განუცხადა სეტიენმა გამოცემა „სპორტს“.