კიკე სეტიენმა „ბარსელონას“ უჩივლა
კიკე სეტიენმა „ბარსელონას“ უჩივლა

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი უკმაყოფილოა კატალონიური კლუბით, რომელმაც არ შეასრულა საკონტრაქტო ვალდებულებები. ესპანელმა სპეციალისტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ბარსას“ წინააღმდეგ, – წერს კატალონიის რადიოზე დაყრდნობით გაზეთი AS.

სეტიენს მიაჩნია, რომ „ბარსელონამ“ უგულვებელყო ის ვალდებულებები, რომლებიც მწვრთნელის გაშვების შემდეგ წარმოიშვა და არ გადაუხადა ყოფილ მწვრთნელს კონტრაქტის გაწყვეტისთვის შეთანხმებული კომპენსაცია.

კიკე სეტიენმა სამუშაო აგვისტოში დაკარგა. მისი ხელმძღვანელობით, „ბარსელონამ“ გასულ სეზონში წააგო ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ასევე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“.