კიკე სეტიენმა „ბარსელონას“ ფეხბურთელების ნდობა დაკარგა

09:38, 06.03.2020

„ბარსელონას“ მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ვერ უმკლავდება თავისი მოვალეობების შესრულებას.

რადიოსადგურ „კატალუნია რადიოს“ ინფორმაციით, გუნდის ვარჯიშებზე ისმის ამგვარი ფრაზები: „ამ ბიჭებმა (სეტიენი და მისი შტაბი) არ იციან, როგორ მართონ ხომალდი“ ან „ისინი არასაკმარისად კომპეტენტურები არიან“.

„ბარსელონამ“ 1 მარტს მადრიდის „რეალთან“ სტუმრად 2:0 წააგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა.

კიკე სეტიენი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ორი თვის წინ გახდა. ამ თანამდებობაზე მან ერნესტო ვალვერდე შეცვალა.

მსგავსი