კიკე სეტიენი - შესაძლოა მოვახერხოთ ინიესტას დაბრუნება
კიკე სეტიენი - შესაძლოა მოვახერხოთ ინიესტას დაბრუნება

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა უპასუხა კითხვას, წარსულის ვარსკვლავებიდან ვის ყოფნას ისურვებდა კატალონელთა ამჟამინდელ შემადგენლობაში.

„რომელი ლეგენდის ხილვას ვისურვებდი ჩემს გუნდში? ინიესტას. თუმცა, მას ჯერ არ დაუსრულებია კარიერა. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ მისი დაბრუნება“, – მოჰყავს ესპანელი სპეციალისტის სიტყვები გამოცემა „სპორტს“.

ანდრეს ინიესტამ „ბარსელონა“ 2018 წელს დატოვა და „ვისელ კობეში“ გადავიდა. 35 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი იაპონურ კლუბთან 2021 წლის იანვრამდეა ძალაში.