კიკე სეტიენი საკუთარ თავს მომავალ სეზონშიც „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ხედავს
კიკე სეტიენი საკუთარ თავს მომავალ სეზონშიც „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ხედავს

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი აცხადებს, რომ საკუთარ თავს მომავალ სეზონშიც კატალონიურ კლუბში ხედავს. ინტერვიუ ესპანელმა სპეციალისტმა გამოცემა „სპორტს“ მისცა.

„რა თქმა უნდა, საკუთარ თავს მომავალ სეზონშიც ბარსელონას მთავარ მწვრთნელად ვხედავ. მიუხედავად ამისა, რეალობა ისეთია, რომ მიზნის იმღწევა ზოგჯერ ვერ ხერხდება. დიახ, მე ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ნაწილს, თუმცა არა მთელ პასუხისმგებლობას“, – ამბობს სეტიენი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან „რეალ მადრიდს“.

დატოვე კომენტარი