კიკე სეტიენი - მესისთვის 43-ე „ელ კლასიკოა“, ვისურვებდი, რომ კიდევ ამდენი ითამაშოს
კიკე სეტიენი - მესისთვის 43-ე „ელ კლასიკოა“, ვისურვებდი, რომ კიდევ ამდენი ითამაშოს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდისთვის ლიონელ მესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში კატალონიელები მთავარ მეტოქეს მადრიდის „რეალს“ ესტუმრებიან.

„მესი კარიერაში 43-ე „ელ კლასიკოს“ ითამაშებს. ვისურვებდი, რომ მან კიდევ ერთი ამდენი ითამაშოს, – ციტირებს კიკე სეტიენის სიტყვებს  Goal.com. – სტატისტიკაში ღმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ თუ მის შედეგიანობაზე ვისაუბრებთ, მესი „ბარსელონასთვის“ უმნიშვნელოვანესია.

ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ მატჩში მესი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს და გამარჯვებაში დაგვეხმარება.“

„ელ კლასიკო“ ხვალ, პირველ მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.