კიკე სეტიენი - „ელ კლასიკო“ „რეალისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ბარსელონასთვის“
კიკე სეტიენი - „ელ კლასიკო“ „რეალისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ბარსელონასთვის“

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ „რეალი“-„ბარსელონას“ მატჩზე მადრიდელები უფრო დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნებიან.

სეტიენის აზრით, „რეალისთვის“ „ელ კლასიკოს“ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ეს მატჩი „რეალისთვის“ სასიცოცხლოდ და ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის, – ციტირებს სეტიენის სიტყვებს AFP. – მათთვის ეს საკვანძო, გადამწყვეტი თამაშია.

„ელ კლასიკო“ რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისე, როგორც მადრიდელებისთვის. მე თანაბარ ბრძოლას ველი. ვნახოთ, ვინ დაიმსახურებს გამარჯვებას.

მე ყოვლთვის ვაცნობიერებდი „კლასიკოს“ მნიშვნელობას. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, გულშემატკივრების გამო ძალიან გამიხარდება. თუმცა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ უნდა მოდუნდე. „რეალი“ ყოველთვის სახიფათოა.“

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „რეალი“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და „ბარსელონას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.