კიკე სეტიენი - „ბარსელონასთვის“ ლა ლიგაში ჯერ არაფერი დასრულებულა
კიკე სეტიენი - „ბარსელონასთვის“ ლა ლიგაში ჯერ არაფერი დასრულებულა

კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი გუნდის პერსპექტივა შეაფასა.

„მე პასუხისმგებელი ვარ გუნდის შედეგებზე, მაგრამ არა 100 პროცენტით. მწვრთნელის დადანაშაულება ყოველთვის ადვილია. არ მიმაჩნია, რომ უკანასკნელი სამი მატჩის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, – მოჰყავს „ბარსელონას“ თავკაცის სიტყვების „მარკას“. – ჩვენს ოპონენტებს, „ოსასუნასა“ და „ვალიადოლიდს“ როტაციის საშუალება მიეცათ, ჩვენ – არა.

დე იონგის დაკარგვა დიდი დანაკლისი იყო. წინ რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენთვის ჯერ არაფერი დასრულებულა და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, –  აცხადებს კიკე სეტიენი.

ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ უმასპინძლებს – მატჩი ხვალ, 16 ივლისს გაიმართება.