კიკე სეტიენი „ბარსელონასგან“ ოთხ მილიონ ევროს ითხოვს
კიკე სეტიენი „ბარსელონასგან“ ოთხ მილიონ ევროს ითხოვს

კატალონიური გრანდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობისგან ოთხ მილიონ ევროს ითხოვს და იმედი აქვს, რომ აღნიშნულ თანხას სასამართლოს დახმარებით მიიღებს, – იუწყება Sport.es.

„ბარსელონას“ კიკე სეტიენის ვადაზე ადრე გათავისუფლება უკვე დაუჯდა 11 მილიონი ევრო, კუმანის გუნდში გადმოყვანა ხუთი მილიონი ევროთი განისაზღვრა და როგორც ჩანს, კატალონიელებისთვის მწვრთნელების ცვლილება კლუბის ბიუჯეტს კიდევ რამდენიმე მილიონით დააზარალებს.

ხვალ, 24 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ბარსელონა“ „ელჩეს“ ესტუმრება სამი ქულის მოპოვებას გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის გარეშე შეეცდება, რომელსაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კატალონიური გრანდი მეოთხე პოზიციაზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ ათი ქულით ჩამორჩება.