კიეზას ახარებს ტოპ-კლუბების მისდამი ინტერესი, მაგრამ ახლა მხოლოდ ნაკრებზე ფიქრობს

12:01, 05.06.2019

იტალიური „ფიორენტინას“ თავდამსხმელმა ფედერიკო კიეზამ კლუბის დატოვებაზე გავრცელებული ხმების თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.

იტალიელის მიმართ ინტერესს რამდენიმე ტოპ-კლუბი იჩენს.

„ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ჩემდამი ინტერესს ბევრი კლუბი იჩენს, მაგრამ ამ მომენტში მე მხოლოდ იტალიის ნაკრების და რობერტო მანჩინის განკარგულებაში ვარ“, – ციტირებს კიეზას გამოცემა „ბოლა“, – „კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ეროვნულ გუნდზე და ამიტომაც ჩემი ტელეფონი გათიშულია“.

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში სტუმრად საბერძნეთს ეთამაშება. მატჩი 8 ივნისს გაიმართება.

მსგავსი