კიეზა „იუვენტუსიდან“ წასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT
კიეზა „იუვენტუსიდან“ წასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ, შესაძლოა, ტურინული კლუბი დატოვოს, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ადრიანო დელ მონტემ.

წყაროს ცნობით, 25 წლის იტალიელი იმედგაცრუებულია თავისი როლით „იუვენტუსში“. ამის გამო ფეხბურთელი გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

მიმდინარე სეზონში კიეზამ ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ტურინელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.