კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 68 დაშავდა
რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანია დაღუპული, ხოლო 68 დაშავებული.
სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ თავდასხმამ გაანადგურა და დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი აღმოჩნდეს.
სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. როგორც ცნობილია, სამუშაოები კიევის ხუთ რაიონში მიმდინარეობს.