კიევში სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის შეხვედრა შედგა

07:22, 22.05.2019

უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, რიკ პერის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ რიკ პერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მოლაპარაკებები კიევში შედგა, სადაც პერი უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

„პატივი მქონდა, შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გზები, მათ შორის, თხევადი ბუნებრივი აირის პოტენციალი, როგორც ენერგეტიკის დივერსიფიკაციის საშუალება“, – აღნიშნულია აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებაში.

მსგავსი