კიევის სასამართლომ განსახილველად მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის ბერების სარჩელი მათი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ
კიევის სასამართლომ განსახილველად მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის ბერების სარჩელი მათი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ

კიევის სასამართლომ განსახილველად მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის ბერების სარჩელი მათი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ. ამის შესახებ მონასტრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა განაცხადა.

მედიის ცნობით, საქმის მოსამზადებელი სხდომა 26 აპრილს კიევის ეკონომიკური სასამართლოს შენობაშია ჩანიშნული.

გარდა ამისა, დაკმაყოფილდა მონასტრის შუამდგომლობა, რათა უკრაინის ხელისუფლებამ მიაწოდოს ინფორმაცია მონასტრის ძმების მიერ ჩადენილი დარღვევების არსის შესახებ.

ამ დროისთვის ლავრის გამოქვაბულების მახლობლად მდებარე ჯვრის ამაღლების ეკლესიაში ტარდება ღვთისმსახურება მიტროპოლიტ ონოფრეს ხელმძღვანელობით.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევ-პეჩერის ლავრა ამ დრომდე არ დაუტოვებია. ლავრის ტერიტორიაზე სამართალდამცველების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც შემავალ და გამოსულ მანქანებს ამოწმებენ.