კიევის საპასუხოდ, უნგრეთი უკრაინელ კონსულს ქვეყნიდან გააძევებს
კიევის საპასუხოდ, უნგრეთი უკრაინელ კონსულს ქვეყნიდან გააძევებს

ოფიციალური კიევის საპასუხოდ, უნგრეთმა უკრაინელი კონსულის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტერ სიიარტომ საუბრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატიური უთანხმოების ფონზე, უნგრეთი უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაბლოკავს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინაში უნგრელი კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მიზეზად ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვრისპირა ქალაქ ბერეგოვოში, უნგრეთის საკონსულოს მიერ ეთნიკურად უნგრელი უკრაინის მოქალაქეებისთვის უნგრეთის პასპორტების დარიგება და რამდენიმე დაწყებით სკოლაში უნგრულ ენაზე სწავლება დასახელდა.